- გადაჭარბებული თვითშეფასება
- ადამიანი გაზვიადებულად აღიქვამს საკუთარ შესაძლებლობებს, პიროვნულ თვისებებს, რის გამოც ის შეიძლება გახდეს ყოყოჩი, ქედმაღალი; მისთვის სრულიად მიუღებელი იქნება სხვისი აზრი და შეფასება. თავის მარცხს იგი სხვებს მიაწერს და არავითარ შემთხვევაში - საკუთარ თავს. სხვებისგან მოულოდნელი და უსიამოვნო შეფასების მოსმენამ შეიძლება მას რწმენა შეურყიოს როგორც გარშემომყოფთა გულწრფელობასა და სამართლიანობაში, ისე საკუთარ ძალებში. ასეთი ადამიანისთვის დამახასიათებელია შინაგანი კომფლიქტები.Source: ბესელია ნ. მეუფარიანი თ მიქიაშვილი ლ. ჯალაღანია ი. სკოლიდან - სამოქალაქო საზოგადოებისკენ, -[მასალები ინტერაქტიული სწავლებისათვის ], - რედ. მარიამ მიქაშავიძე, - წიგნ გამოიცა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და შვედეთის განვითარების საერთასორისო სააგენტოს მიერ,- თბ.,-2003
Georgian encyclopedia. 2013.